იურიდიული ფაკულტეტი

„გენდერი და სტრეოტიპი“

სურათი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა დისკუსია  თემაზე: ,,გენდერი და სტრეოტიპი“. ღონისძიება მიზნად ისახავდა ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას სამოქალაქო და გენდერული თანასწორობის საკითხებში. შეხვედრაზე პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული მდგომარეობა საქართველოში, ქალების პასიურობის მიზეზები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები,  გენდერული თანასწორობა და ქალების ჩართულობა საზოგადოებრივ აქტიურ ცხოვრებაში. 
დისკუსია ჩატარდა ქალთა საინიციატივო ჯგუფმა პროექტ „ახალი თაობის ხედვა“ ფარგლებში,  რომელიც ევროსაბჭოს ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს პარტნიორობით ხორციელდება.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა