იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ადამ მახარაძე, რექტორის მოადგილეები ინგა შამილიშვილი და ნათია წიკლაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში, ივანო-ფრანკოვსკის მეფე დანილო გალიცკის სახელობის სამართლის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმს დაესწრნენ, რომელიც უკანონო მიგრაციისა და ადამინებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრობლემებს მიეძღვნა. პროფესორმა ადამ მახარაძემ მოხსენება წაიკითხა თემაზე: „სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა ტრეფიკინგისათვის ქართული კანონმდებლობაში“.
ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ბსუ-სა და ივანო-ფრანკოვსკის მეფე დანილო გალიცკის სახელობის სამართლის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა მობილობას ითვალისწინებს. დაიგეგმა ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელება. ვიზიტის დროს ოფიციალური შეხვედრები გაიმართა სიმპოზიუმის სხვა მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან სადაც მომავალი ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს.
უკან |