ღია მმართველობის პარტნიორობა (Open Governement Partnership) ეროვნულმა კოორდინატორებმა იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან კონსულტაციები გამართეს. კონსულტაციების მიზანი საჯარო მმართველობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით შემუშავებული სამოქმედო გეგმის სტუდენტებისათვის გაცნობა და რეკომენდაციების მიღება იყო. ჯგუფური მუშაობის პრინციპით, სტუდენტებმა წარმოადგინეს საკუთარი ხედვა და იდეები საჯარო მმართველობის პროცესში.
ღია მმართველობის პარტნიორობა (OPG) მიზნად ისახავს მსოფლიო მასშტაბით მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდას. საქართველო პარტნიორობას 2011 წლიდან შეუერთდა და მესამე სამოქმედო გეგმა შემუშავდა, რომელიც 4 გამოწვევას ეხმიანება: საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართული შეხვედრა სამოქმედო გეგმის შემუშავების დროს გამართულ საჯარო კონსულტაციების ფარგლებში შედგა.
უკან |