2016 წლის 20 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს ბიალისტოკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები ანდრეჯ ჯაკიევიჩი და არტურ ოლეჩნო სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ფაკულტეტის ხელმძღვანელობასთან და სტუდენტებთან. შეხვედრაზე განიხილეს ფაკულტეტებს შორის სასწავლო და კვლევით სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები. პოლონელმა პროფესორებმა საჯარო ლექცია გამართეს პოლონეთის კონსტიტუციური სისტემის, საკონსტიტუციო ცვლილებების, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში არსებული პრობლემების და პოლონეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. შეხვედრის დროს გაიმართა დისკუსია და სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები.
უკან |