იურიდიული ფაკულტეტი

შეხვედრა ოჯახური ძალადობის სამართლებრივი პასუხისმგებლობის პრობლემებზე

სურათი

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ  ,,ადგილობრივი საბჭოების“ ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. ღონისძიებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების პრობლემებზე, ოჯახური ძალადობისა და თექვსმეტი წლის მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარების პრობლემებზე ისაუბრეს. პროკურატურის წარმომადგენლებმა ,,ადგილობრივი საბჭოების“ შექმნის აუცილობლობაზე  იმსჯელეს, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჩართულობას დანაშაულთან ბრძოლის პროცესში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ახალგაზრდები ისეთი აქტუალური საკითხებით დაინტერესდნენ როგორიცაა: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა და იძულება. ღონისძიების დასასრულს ორგანიზატორებმა სტუდენტებს ,,ადგილობრივ საბჭოებში“ მონაწილეობა შესთავაზეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ნათია მეზვრიშვილი, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შალვა საღირაშვილი, აჭარის ა/რ პროკურორის მოადგილე ანზორ უსტიაძე, ბათუმის რაიონული პროკურორი გიორგი მოსაშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე თეიმურაზ მაღრაძე, ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი ტატიანა პატარაია და სხვა ოფიციალური პირები.


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა