21 აპრილს, იურიდიულ ფაკულტეტზე რეფერატულ ნაშრომთა კონკურსი გაიმართა, კუნკურსში მონაწილეობას ღებულობდა იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის 8 პირველკურსელი. გამოვლინდა პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები. პირველი ადგილი ერგო ნინო ბასილაძეს თემისთვის „საკმარისია სქესის სამართლებრივი რეგულირებისას მხოლოდ გარეგნული ნიშნით ხელმძღვანელობა?!“ (მეცნ. ხელ-ი პროფ. მურმან გორგოშაძე), მეორე ადგილზე გავიდა მარიამ სიხარულიძე, თემით - „კოსოვოს საკითხი საერთაშორისო პოლიტიკაში XX-XXІ სს. მიჯნაზე“ (მეცნ. ხელ-ი ასოც. პროფ. ირაკლი გორგილაძე), მესამე ადგილი დაიკავა ქრისტინე გურგენიძის თემამ სათაურით „კონტრასიგნაციის ინსტიტუტი''. კონკურსს აფასებდა სპეციალური ჟიური, რომელიც 4 წევრისგან შედგებოდა: ჟიურის თავჯდომარე ასისტ. პროფ. ბატონი ანზორ მახარაძე, მოწვეული სპეციალისტი ქალნატონი ნარგიზ ცეცხლაძე, ასოც. პროფ. ბატონი ირაკლი გორგილაძე და სტუდენტი ნინო მეფარიშვილი. უცხოეთსა და საქართველოში“ (მეცნ. ხელ-ი პროფ. მურმან გორგოშაძე).
გამარჯვებულები სხვადასხვა სახის საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. პირველი ადგილის მფლობელი ნინო ბასილაძე მონაწილეობას მიიღებს სტუდენტთა საუნივერსიტეტო კონფერენციაში. ღონისძიება ტარდება ყოველწლიურად სატუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით.
უკან |