იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ქუთაისში, ჰუმანიტარულ სამართალში გამართული ეროვნული შეჯიბრის ფინალისტები გახდნენ. შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს ეძღვნებოდა და ის რამდენიმე ეტაპისაგან შედგებოდა. პირველი ეტაპი კაზუსის საერთაშორისო სამართლით კვალიფიცირებას მოიცავდა, რომელიც წარმატებით გაიარა ბსუ-ს სტუდენტებმა: თინათინ კარანაძემ, ლინდა დიასამიძემ და თამთა მაკარაძემ. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ონლაინ ლექციები და ტესტირება ჩატარდა, სადაც ბათუმის გუნდთან ერთად მონაწილეობას ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ორი გუნდი ღებულობდა. ტესტირების შედეგებით ბსუ-ს გუნდი ფინალურ ეტაპზე გადავიდა.
შეჯიბრის ფინალური ეტაპი ყვარელის იუსტიციის სასაწავლო ცენტრში ჩატარდა, სადაც ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის გუნდთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი გუნდი, თავისუფალი უნივერსიტეტის ორი გუნდი და საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ერთი გუნდი მონაწილეობდა. ბსუ-ს გუნდი ფინალში გავიდა და სამ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.
შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში წითელი ჯვრის ორგანიზებით ჩატარდა. ბსუ-ს გუნდი კონკურსში ორი გუნდით იყო წარმოდგენილი და გუნდებს კონსულტაციებს ასისტენტ პროფესორი არმაზ კახიძე უწევდა.
უკან |