იურიდიული ფაკულტეტი

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

სურათი

იურიდიულ ფაკულტეტზე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე იურიდიული ფაკულტეტის მეორე, მესამე, მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა    ცხრა მოხსენება  წარმოადგინეს,  მათგან   ერთი მოხსენება რეფერატულ ნაშრომთა კონკურსში გამარჯვებულმა პირველკურსელმა წარმოადგინა.

კომისიის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი  პირველკურსელ ნინო ბასილაძეს ერგო თემისთვის ,,მდედრობითი, მამრობითი და მესამე  სქესი (საკმარისია სქესის სამართლებრივი რეგულირებისას   მხოლოდ გარეგნული ნიშნებით ხელმძღვანელობა?!)“ (ხელმძღვანელი პროფესორი მურმან გორგოშაძე). 
მეორე ადგილზე გავიდა მესამე კურსის სტუდენტი შორენა ქადიძე თემით ,,საქართველოს სახელმწიფო ენის სამართლებრივი სტატუსის შედარებითი  ანალიზი ბალტიისპირეთის (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) ქვეყნების, აზერბაიჯანის და სომხეთის სახელმწიფო ენათა სამართლებრივ სტატუსთან“ (ხელმძღვანელი პროფესორი მურმან გორგოშაძე). მესამე ადგილი  სოფო რიჟვაძემ მოიპოვა თემით ,,ქალთა უფლებები საქართველოში უძველესი დროიდან დღემდე“ (ხელმძღვანელი მოწვეული სპეციალისტი დავით სამნიძე).

კონფერენციაზე წარმოდგენილ თემებს  4 წევრისაგან შემდგარი სპეციალური კომისია აფასებდა: კომისიის თავმჯდომარე - ასოც. პროფ. ომარ ფარტენაძე;  მოწვეული სპეციალისტი ლევან ლორთქიფანიძე; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი ხიმშიაშვილი;  მაგისტრანტი თამაზ მჟავანაძე.

საპრიზო ადგილზე გასულ სტუდენტებს  სერტიფიკატები და   საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცათ.კონკურსის მიმდინარეობისას დისკუსიაში აქტიურად იყო ჩართული აუდიტორია. ღონისძიება  ყოველწლიურად ტარდება სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა