იურიდიული ფაკულტეტი

„ელსა ბათუმი“ ახალი წევრებით დაკომპლექტდა

სურათი

2016 წლის 4-6 ივნისს ურეკში, სასტუმრო „კოლხიდაში“ „ელსა საქართველოს“ რიგით XVI ეროვნული საერთო კრება (NCM) გაიმართა.  კრების მუშაობაში მონაწილეობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 13 სტუდენტი ღებულობდა, რომლებიც ამავე დროს „ელსა ბათუმის“ წევრები არიან.  კრების გადაწყვეტილებით  ელსა ბათუმის ძველი გამგეობა ახალი წევრებით შეიცვალა. ახალი გამგეობის წევრები  ძირითადად  იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტებით დაკომპლექტდა,  კერძოდ: „ელსა ბათუმის“ პრეზიდენტად მე-2 კურსის სტუდენტი ანა ჩხეიძე აირჩიეს, გენერალური მდივნად მე-2 კურსელი მარიამ ორაგველიძე, ფინანსური მენეჯერად - მეგი ცინცქილაძე, ვიცე-პრეზიდენტად მარკეტინგის მიმართულებით - თეკლე შერვაშიძე. ვიცე-პრეზიდენტი აკადემიური საქმიანობის მიმართულებით პირველკურსელი ნინო ბასილაძე გახდა, ვიცე-პრეზიდენტი სემინარებისა და კონფერენციების მიმართულებით მე-2 კურსელი  სალომე კარალიძე, ვიცე-პრეზიდენტისტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამების (STEP) მიმართულებით კი მე-2 კურსის სტუდენტი ნიკა სვანიძე.

ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს ელსა ბათუმის გამგეობის წევრობას და წარმატებებს ვუსურვებთ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა