იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციი-ს (IOM) ბათუმის ოფისის წარმომადგენლები შეხვდნენ. მომავალი სამართალმცოდნეები საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის, ლეგალური მიგრაციის, საზღვარგარეთ სწავლის, ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრისა და ტრეფიკინგის აქტუალურ საკითხებს გაეცნენ. ასევე მოისმინეს ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და IOM-ის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსზე. ღონისძიების დასასრულს, გაიმართა დისკუსია სტუდენტებისათვის საინტერესო თემებზე. შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს მხარდაჭერით გაიმართა.
უკან |