ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ გაიმარჯვა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გამოცხადებულ ფულბრაიტის (2016-2017 Fulbright Visiting Scholar Program) გაცვლით პროგრამაში და 6 თვის ვადით გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოსტონში, ბოსტონის კოლეჯის სამართლის სკოლაში მიწვეული მკვლევარის სტატუსით. აშშ-ში პროექტის ფარგლებში, მალხაზ ნაკაშიძე ამერიკელ კოლეგებთან ერთად, განახორციელებს კვლევას თემაზე: „საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი აშშ-ში და ევროპაში: გამოცდილება და დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში“
უკან |