იურიდიული ფაკულტეტი

კონკურსი სახელობითი სტიპენდიის მოსაპოვებლად

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი  ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის აცხადებს კონკურსს სახელობითი  სტიპენდიების მოსაპოვებლად

გამოცხადებულია

ორი საუნივერსიტეტო სახელობითი სტიპენდია:

  • შოთა რუსთაველის სახელობის საუნივერსიტეტო სახელობითი სტიპენდია;
  • ხუსეინ ნაკაიძის სახელობის საუნივერსიტეტო სახელობითი სტიპენდია.

ერთი საფაკულტეტო სახელობითი სტიპენდია:

  • სერგო ჯორბენაძის სახელობის სტიპენდია.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ

1. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა იურიდიული ფაკულტეტის სამდივნოში უნდა წარმოადგინონ განცხადება რექტორის სახელზე  (დანართი 2).

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადების წარდგენის უფლება აქვთ  ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს სწავლების მეორე წლიდან (მესამე სემესტრიდან), თუ:

ა) სტიპენდიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ  დისციპლინებში ,,საშუალო შეწონილი’’ ფურმულით მიღებული აქვთ 91 ქულა და მეტი . (,,საშუალო შეწონილი’’-ს ფორმულა; (A1*B1+ A2*B2…)/(A1+ A2...)=91 A - საგნის კრედიტი,   B - შეფასების ქულა);

ბ) გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი შესაბამის სპეციალობაში ან არიან  სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების და ა.შ. მონაწილე და აქვთ მაღალი მიღწევები;

3. საკონკურსო დოკუმენტაცია (დანართი 1) უნდა მოიცავდეს:

ა) განცხადებას კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2);

ბ) სტუდენტის სასწავლო-სამეცნიერო ავტობიოგრაფიას (CV) (დანართი 3);

გ) სამეცნიერო კონფერენციის, სემინარის, სიმპოზიუმის და სხვ. ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის (ზეპირი, სტენდური მოხსენება) დამადასტურებელი დიპლომის, სიგელის, სერთიფიკატის და სხვ. დედანს ან ნოტარიულად დამოწმებულ ასლს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) პირადობის მოწმობის ასლს;

ე) ცნობას - რომელშიც საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ დისციპლინებში ,,საშუალო შეწონილი’’ ფურმულით მიღებულია 91  და მეტი  ქულა (დეკანის მიერ  დამოწმებულს);

ვ) სტუდენტის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის დედანს ან დეკანის მიერ დამოწმებულ ასლს;

ზ) არანაკლებ ერთ რეკომენდაციას ბსუ-ს იმ პროფესორისაგან, რომელიც კარგად იცნობს სტუდენტის  სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას (დეკანის მიერ დამოწმებულს).

4.  საკონკურსო დოკუმენტაცია საკონკურსო კომისიის მიერ არ განიხილება (არ შეფასდება) შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ კონკურსანტის მიერ არ არის წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი ან/და ინფორმაცია;

ბ) თუ კონკურსანტის  მიერ ინფორმაცია/დოკუმენტები წარმოდგენილი არ არის შესაბამისი ფორმის დაცვით (ხელმოწერა, ბეჭედი, ნოტარიული დამოწმება და ა.შ.);

გ) თუ კონკურსანტის  მიერ წარმოდგენილი მონაცემები (დოკუმენტები) არ შეესაბამება სინამდვილეს (ყალბი აღმოჩნდა), რაც დასტურდება ბსუ-ში არსებული გარკვეული სახის მტკიცებულებებით;

დ) თუ კონკურსანტის  დანიშნული აქვს რომელიმე სახის სტიპენდია;

ე) თუ კონკურსანტის  აქვს ფინანსური დავალიანება.

5. ა) კონკურსანტთა საბუთები მიიღება იურიდიული ფაკულტეტის სამდივნოში 2016 წლის 24 ოქტომბრიდან  01 ნოემბრის ჩათვლით.           

     ) კონკურსის  შედეგები გამოქვეყნდება  2016 წლის 05 ნოემბრის შემდეგ.

  დანართი 1
  დანართი 2
  დანართი 3

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა