ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გივი აბაშიძემ მონაწილეობა მიიღო მეოთხე საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციაში - „IEC 2016 - ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“. მკვლევარმა "ეროვნული ეკონომიკის განვითარების სამართლებრივი, პოლიტიკური და ისტორიულ-ფილოსოფიური ასპექტების" დარგობრივი სექციის სხდომაზე წარადგინა მოხსენება თემაზე: "საპროცესო შეთანხმების უარყოფითი ასპექტები" და გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა და მის მუშაობაში მონაწილეობდნენ ცნობილი მეცნიერები ლიტვიდან, კვიპროსიდან, პოლონეთიდან, ესტონეთიდან, თურქეთიდან, ლატვიიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან.
უკან |