ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის მარიკა გოგოლაძის საავტორო წიგნის ,,სანოტარო სამართალის’’ წარდგინება გაიმართა. პრეზენტაციას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მოქმედი ნოტარიუსები ესწრებოდნენ.
,,სანოტარო სამართალი’’ სხვადასხვა დროს გამოცემული სამართლებრივი აქტების შედარებით ანალიზს, არსებული ხარვეზების განხილვასა და აღმოფხვრას ეძღვნება. სახელმძღვანელო სტუდენტებსა და იურისტებს საშუალებას აძლევს სიღრმისეულად გაეცნონ ნოტარიატის კანონმდებლობას. შეხვედრის ფარგლებში, მარიკა გოგოლაძემ სტუდენტებს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების პირობები, კონკურსში მონაწილეობისა და დასაქმების შესაძლებლობები გააცნო.
უკან |