უკრაინის ქალაქ ივანო-ფრანკოვსკის მეფე დანილა გალიცკის სახელობის სამართლის უნივერსიტეტში სიმპოზიუმი გაიმართა თემაზე "სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ჰუმანიზაცია და სისხლის სამართალწარმოების დემოკრატიზაცია".
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორებმა ომარ ფარტენაძემ და ანზორ მახარაძემ, ასევე მესამე კურსის ორმა სტუდენტმა - ეკატერინე კოტრიკაძემ და თეკლა შერვაშიძემ.
სიმპოზიუმზე, პროფესორების მიერ წარდგენილი იქნა თემები - „სასჯელთაღსრულებითი პოლიტიკისა და კანონმდებლობის ჰუმანიზაცია საქართველოში“ და „აღდგენითი მართლმსაჯულება, როგორც სისხლის სამართლის პროცესის ჰუმანური ინსტიტუტი’’. სტუდენტებმა კი წარადგინეს თემა - „ტრეფიკინგის სისხლისსამართლებრივი დახასიათება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით“.
მოხსენებებმა დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა. ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი. პროფესორები მიწვეულნი არიან უკრაინის სხვადასხვა უნივერსიტეტებში საჯარო ლექციებზე და კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად. სტუდენტთა თემამ უკრაინის სტუდენტთა ფორუმში მეორე ადგილი დაიკავა.
უკან |