იურიდიული ფაკულტეტი

ბსუ-ს სტუდენტების იმიტირებული სასამართლო პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით

სურათი

 
დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციამ ((ELSA) ბათუმი იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით. პროექტში ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები კონკურსის წესით ჩაერთვნენ.

იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილე მხარეებს წინასწარ გადეცათ სისხლის სამართლის კაზუსი. მათ უფლება  აქვთ კაზუსის ფარგლებში დაკითხონ მოწმეები, წარმოადგინონ ექსპერტების დასკვნები, ნივთიერი და სხვა სახის მტკიცებულებები. (რაც კაზუსით არის გათვალისწინებული).

პროექტის მიზანი მომავალი იურისტებისათვის სასამართლო პროცესზე გამოსვლა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება გახლავთ. იმიტირებული პროცესი არის საუკეთესო საშუალება სტუდენტებისათვის საკუთარი ცოდნის და ნიჭის გამოსავლენად.

პროექტის ფარგლებში, შერჩეულ მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენიგი სისხლის სამართლის პროცესში, სადაც ძირითადი ყურადღება დაეთმობა სასამართლო პროცესზე გამოსვლის წესსა და ხელოვნებას.

პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი. გამარჯვებული მხარე  წამახალისებელი საჩუქრებით დასაჩუქრდა.

პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია: გამომცემლობა ,,წიგნები ბათუმში’’, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ( საია) და ,,ლამპარი''.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა