13-16 დეკემბერს, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ადამ მახარაძე და ამავე ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი არმაზ კახიძე ქალაქ კიევში, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის სამართლის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, პროფესორებმა ამ უნივერსიტეტის დაფუძნებისადმი მიძღვნილ საზეიმო, სამეცნიერო და სასწავლო ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. უნივერსიტეტის თანამშრომლებს, სტუდენტებს და სტუმრებს გააცნეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, წაიკითხეს ლექციები ქართული კანონმდებლობის განვითარებაზე, მრგვალი მაგიდის ფორმატში მიიღეს სამართლებრივ პრობლემებზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა.
უკან |