იურიდიული ფაკულტეტი

უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის კიევის სამართლის უნივერსიტეტის რექტორის ვიზიტი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის კიევის სამართლის უნივერსიტეტის რექტორი იური ბოშიცკი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ბოშიცკიმ შეხვედრები გამართა ბსუ-ს  რექტორთან მერაბ ხალვაშთან, იურიდიული ფაკულტეტის დეკანთან  ადამ მახარაძესა და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან. შეხვედრაზე განხილული იქნა მომავალი თანამშრომლობის საკითხები. კერძოდ, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, სტუდენტთა და ლექტორ- მასწავლებელთა გაცვლის, საზაფხულო სკოლის ჩატარების, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელების და თანამშრომლობისათვის სხვა საინტერესო საკითხები. 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა