იურიდიული ფაკულტეტი

ყაზახი სტუდენტების ვიზიტი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს, ასტანას (ყაზახეთი) ჰუმანიტარული და სამართლის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრატურის სტუდენტთა შვიდკაციანი ჯგუფი სტუმრობდა.  ერთი კვირის განმავლობაში, ყაზახ სტუდენტებს ლექციები ჩაუტარდათ ქართული და საერთაშორისო სამართლის აქტუალურ საკითხებზე. აგრეთვე, მათ  კონსულტაციები გაეწიათ სამაგისტრო ნაშრომების თემატიკაზე ქართულ სამართალთან მიმართებაში შედარებით სამართლებრივ ჭრილში. ლექციების მოსმენის შემდეგ, სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ. ყაზახი მაგისტრების ვიზიტი ბსუ-ში ორმხრივი მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა