იურიდიული ფაკულტეტი

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი AIESEC-ის გაცვლითი პროგრამით სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველი სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი სოფიკო მალაყმაძე AIESEC-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში  სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა. მასპინძელ უნივერსიტეტში “Ewha Womans University” (Ewha-ს ქალების უნივერსიტეტი), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია სეულის უნივერსიტეტებს შორის, ბსუ-ს სტუდენტი უცხოელ სტუდენტებთან  ერთად პროექტზე მუშაობდა. პროექტი სახელწოდებით-“OVER HER TEARS”-ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობას ეხებოდა.
პროექტი 2016 წლის 19 დეკემბერს დაიწყო  2017 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება.

AIESEC-ი მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელიც ეხმარება ახალგაზრდებს  აღმოაჩინონ და განავითარონ საკუთარი პოტენციალი და იქონიონ დადებითი გავლენა საზოგადოებაზე.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა