იურიდიული ფაკულტეტი

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა საჯარო ლექცია გამართა

სურათი

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფორმაციო ანალიტიკური ანგარიშების განყოფილების ხელმძღვანელმა დოქტორმა კაუპო კანდიმ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა. საუბარი ევროკავშირის  სადამკვირვებლო  მისიის საქმიანობას, მანდატის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას და სამომავლო გეგმებს შეეხებოდა.

შეხვედრის ფარგლებში, კაუპო განდიმ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმების  შესახებ ისაუბრა და მის განხორციელებასთან დაკავშირებული გამოწვევები მიმოიხილა. განმარტა ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის  მიერ საქართველოში წლების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების ისტორია. მომხსენებელმა შესაძლებლობა მისცა სტუდენტებს  საკითხი უფრო ფართო რეგიონულ და გეოპოლიტიკურ კონტექსტში განეხილათ სხვა მიმდინარე თუ წარსული კონფლიქტების გათვალისწინებით. ლექციამ სტუდენტების  დაინტერესება გამოიწვია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

საჯარო ლექცია ბსუ-ში ევროკავშირის სადამკვირვებლო  მისიის  ახალი საინფორმაციო - საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომლის  მიზანი მისიის მანდატის შესახებ ცნობიერების ამაღლება და  ახალგაზრდების დაინტერესება იყო. საჯარო ლექციათა ციკლი საქართველოს სხვა უმაღლეს დაწესებულებებშიც მიმდინარეობს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა