ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კლუბის წევრთა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კლუბის სტუდენტ-მენეჯერად არჩეული იქნა სამართალმცოდნეობის სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტი ნინო ბასილაძე. შეხვედრის მონაწილეებს კლუბის მეცნიერ-ხელმძღვანელმა პროფესორმა მურმან გორგოშაძემ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე იურიდიული ფაკულტეტიდან დარეგისტრირებული თემის სათაურები, შეფასების კრიტერიუმები, ბიბლიოთეკასა და ინტერნეტ სივრცეში არსებული პერიოდული სამეცნიერო გამოცემები და ახალი ლიტერატურა გააცნო. რუბრიკით „ახლოს გავიცნოთ ჩვენი პროფესორი“, სტუდენტებს თავის სამეცნიერო ბიოგრაფიაზე ესაუბრა ასოცირებული პროფესორი ლევან ჯაყელი.
უკან |