იურიდიული ფაკულტეტი

საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „სამართალი და პოლიტიკა“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აკადემიური განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა თემაზე: „სამართალი და პოლიტიკა“. საქართველოს, ლიტვის, ინგლისის, კანადის, უკრაინის, იტალიის, ეგვიპტის, ირანის, უნივერსიტეტების პროფესორები ადამიანის უფლებათა დაცვის, არბიტრაჟისა და განათლების სფეროებში არსებულ სამართლებრივ პრობლემებს განიხილავენ. დელეგატები მოხსენებებს ისეთ აქტუალურ თემებზე წარმოადგენენ როგორიცაა: „მემკვიდრეობისა და განვითარების კრიტერიუმების საკითხი სამართალში“, „ქართული რეალობა სისხლის სამართლის კანონის უკუქცევის შესახებ“, „აკადემიური ეთიკის საკითხები უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში: საერთაშორისო ურთიერთობების გამოყენება კულტურული ინტეგრაციისათვის უნივერსიტეტებში“, „კავკასიური გეოპოლიტიკის სპეციფიკა ახალი მსოფლიოს წყობის კონსტრუირებაში“. ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში 35-მდე სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერების მიმართულების მკვლევარი მონაწილეობს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა