ბათუმის N4 საჯარო სკოლის X, XI და XII კლასის მოსწავლეებს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ადამ მახარაძემ სამართალმცოდნეობის მეორე კურსის სტუდენტებთან ერთად საჯარო ლექცია წაუკითხა თემაზე „მოზარდი და დანაშაული“. აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა მოზარდებში სამართლებრივი კულტურის ამაღლებას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას დანაშაულებრივ ქმედებების თავიდან აცილების მიზნით.
უკან |