ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი თამთა ტეფნაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა თემაზე: „გაიცანი ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი“. ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებასა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის, განცხადების განხილვის წესებისა და ვადების გაცნობას. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად მარეგულირებელ ორგანოსთან, მარეგულირებელი კომისიის აპარატისაგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირების მიზანია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.
უკან |