დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე კონსიტუციონალისტებმა კოტე ჩოკორაიამ და ალიკა კეშელავამ საჯარო ლექცია გამართეს თემაზე: ,,საქართველოს კონსტიტუციის თანამედროვე გამოწვევები’’. შეხვედრა ინსტიტუციური განვითარების ცენტრის პროექტის ,, კონსტიტუცია ყველასია’’ ფარგლებში ჩატარდა და პრეზიდენტის არჩევის წესს, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებებს და სხვა აქტუალური საკითხებს ეხებოდა. საჯარო ლექციას იურიდიული ფაკულტეტის სხვადასხვა კურსის სტუდენტი ესწრებოდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა.
უკან |