იურიდიული ფაკულტეტი

იმიტირებული სასამართლო პროცესი

სურათი

ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სასამართლო საიმიტაციო დარბაზში ასოცირებული პროფესორი ომარ ფარტენაძის ხელმძღვანელობით, იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების მეოთხე კურსისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სპეციალობის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

სასამართლო პროცესზე  იმიტირებული მკვლელობის გამოძიების განხილვა გაიმართა. სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებას - შემთხვევის ადგილის დათვალიერებით, მტკიცებულებების შეგროვებით, ნაფიც მსაჯულთა შერჩევითა და სასამართლო პროცესის გამართვით.  პროცესი ლოგიკური დასასრულით - ნაფიც  მსაჯულთა  გამამართლებელი ვერდიქტით დასრულდა. ნაფიცი მსაჯულები  ფილოსოფიის სპეციალობის სტუდენტები იყვნენ.  პროცესის მოსამართლის როლს  კი სისხლის სამართლის მაგისტრანტი თემური აბაშიძე ასრულებდა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა