იურიდიული ფაკულტეტი

სტუმრობა მახოს საჯარო სკოლაში

სურათი

ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი მურმან გორგოშაძე ქვემო მახოს საჯარო სკოლაში მიიწვიეს და როგორც ამ სკოლის კურსდამთავრებული მოსწავლეებს და მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრა პროფესიის არჩევის თავისებურებებს მიეძღვნა. სტუმარმა აბიტურიენტებს  საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და საინტერესო რჩევები მისცა. შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებმა  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართეს.  მურმან გორგოშაძემ  ღონისძიებაში მონაწილე ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, ხოლო სკოლას „კურსდამთავრებულთა თასი” უსახსოვრა, რომელიც  როგორც გარდამავალი თასი სპორტის სხვადასხვა სახეობაში გათამაშდება. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა