ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეთა შეთანხმებით, დაიგეგმა ერთობლივი სამუშაო შეხვედრებისა და სემინარების ჩატარება, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, გამოცდილების გაზიარება და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა. შეხვედრაზე ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში და შსს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე სტუდენტთა სტაჟირების, თანამშრომელთა პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ამოქმედებაზე შეთანხმდნენ.
უკან |