ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე სასწავლო წლის სტუდენტებმა: ილონა დიასამიძემ, თამუნა ხიმშიაშვილმა, ნინო გობაძემ და ნიკა სვანიძემ უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღეს TSU National Center for ADR-ის მიერ ორგანიზებულ იმიტირებულ ხუთდღიან სასამართლო პროცესში. სტუდენტებს საშუალება მიეცათ, გაეღრმავებინათ ცოდნა მედიაციაში და დაუფლებოდნენ მოლაპარაკების ხელოვნებას. პროექტის დასასრულს, სტუდენტებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
უკან |