ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმართველობის ორგანიზებით ტურნირი „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობას სამართალმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული 10 გუნდი იღებდა. დასმული შეკითხვები იურისპრუდენციას მოიცავდა, რამაც სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, განესაზღვრათ აკადემიური ხარისხი მომავალი პროფესიის მიმართულებით. ტურნირში გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად იურიდიული ლიტერატურა და სერტიფიკატები გადაეცათ.
უკან |