![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_9469_1_s.jpg)
თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით ასტანას ჰუმანიტარული და სამართლის უნივერსიტეტის საერთაშორისო და სამოქალაქო სამართლის მიმართულებების 8 სტუდენტი ეწვია. სტუდენტებს ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორები წაუკითხავენ ლექციებს ქართული და საერთაშორისო სამართლის აქტუალურ საკითხებზე. კურსის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
უკან |