იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო განათლების კურსის ,,დემოკრატია და მოქალაქეობა“ სტუდენტების პროექტების პრეზენტაცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურსი ბსუ-ში ამერიკული სამთავრობო ორგანიზაციების USAID-სა და IEFS-ს მხარდაჭერით 5 წელზე მეტია დაინერგა და მიზნად ისახავს სტუდენტთა ჩართულობას საზოგადოებრივი ამოცანების გადაწყვეტაში. დღემდე სასწავლო კურსის ფარგლებში განხორციელდა 300-ზე მეტი სოციალური და საქველმოქმედო პროექტი.
2017-2018 სასწავლო წელს სტუდენტებმა 30 პროექტი განახორციელეს ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: უსინათლოთათვის აუდიო წიგნების ჩაწერა, სისხლის ბანკების შევსება, ძალადობის (ბულინგის) წინააღმდეგ ტრეინინგების ჩატარება სკოლებში, აქციები ერას მოედანზე, არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა და გრანტის მოპოვება, ერთი ყავა=ერთ სიკეთეს (თანხის მოზიდვა და ,,ოცნების ქალაქში" მცხოვრები მიუსაფარი პირების მდგომარების შემსუბუქება და სხვა.
უკან |