28 თებერვალს უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის კიევის სამართლის უნივერსიტეტის ბაზაზე გაიმართა ცნობილი უკრაინელი მეცნიერის ვლადიმერ კორეცკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. კონფერენციის თანაორგანიზატორი იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ და მოხსენებები წაიკითხეს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ადამ მახარაძემ და ამავე ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა, რექტორის თანაშემწემ არმაზ კახიძემ.
უკან |