2014 წლის 22 დეკემბერს ჩატარებული დეკანის არჩევნების მე-2 ტურის შედეგები
არჩეულია: ასოცირებული პროფესორი - ქეთევან ბერიძე
- არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში კანდიდატს, დამკვირვებელს, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრს ან შესაბამისი ფაკულტეტის ამომრჩეველს უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი ბსუ-ს წესდებით განსაზღვრული წესის დარღვევასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივრები არ მიიღება.
- უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია ვალდებულია საჩივრის შეტანიდან 3 დღის განმავლობაში განიხილოს საჩივრები და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.
22 დეკემბერი 2014 წელი
სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საარჩევნო კომისიის 19 დეკემბრის 2014 წლის N1 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
- დაკმაყოფილდეს გიორგი ბოლქვაძის საჩივარი ბსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის 2014 წლის 15 დეკემბრის №1 ოქმის - დეკანის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ.
- არ დაკმაყოფილდეს ქეთევან ბერიძის საჩივარში მითითებული მოთხოვნები.
- სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნების მე-2 ტური დაინიშნოს 2014 წლის 22 დეკემბერს.
- არსებული საქმის მასალები სათანადო რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ბსუ-ს ეთიკის კომისიას და შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს;
- გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს ბსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ჩაბარდეს მხარეებს, რისი უზრუნველყოფა დაევალოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურსა და კანცელარიას.
- გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი ქ. ბათუმი. ზუბალაშვილის ქ.№30) გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში.
მომხრე:
- კომისიის თავმჯდომარე- გიორგი დიასამიძე
- კომისიის მდივანი - ხათუნა აფაქიძე
- წევრი - ოთარ ცეცხლაძე
- წევრი - ლია გაბაიძე
- წევრი - სალომე დოლიძე
მოწინააღმდეგე:
- წევრი - ზურაბ კვირკვაია
- წევრი - მინური პაქსაძე
2014 წლის 15 დეკემბერს ჩატარებული დეკანის არჩევნების მე-2 ტურის შედეგები
არჩეულია: ასოცირებული პროფესორი - ირაკლი მანველიძე
- არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში კანდიდატს, დამკვირვებელს, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრს ან შესაბამისი ფაკულტეტის ამომრჩეველს უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი ბსუ-ს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივრები არ მიიღება.
- უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია ვალდებულია საჩივრის შეტანიდან 3 დღის განმავლობაში განიხილოს საჩივრები და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.
15 დეკემბერი 2014 წელი
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის 2014 წლის 12 დეკემბრის #1 ოქმისა და ბსუ-ს რექტორის 2014 წლის 20 ივნისის #01-08/25 ბრძანების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, რადგანაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ფაკულტეტის საბჭოს სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობა, დაინიშნა მე-2 ტური, რომელიც გაიმართება 2014 წლის 15 დეკემბერს.
12 დეკემბერი 2014 წელი
ფაკულტეტის საბჭოს 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გამოცხადდეს არჩევნები ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად;
კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ბსუ-ს საარჩევნო კომისიაში (ოთახი №3)
2014 წლის 01 დეკემბრიდან 11 დეკემბრამდე, 10-დან 16 საათამდე,უქმე დღეების გარდა;
არჩევნები ჩატარდეს 2014 წლის 12 დეკემბერს.
კანდიდატად დარეგისტრირება შეუძლია მხოლოდ ამავე ფაკულტეტის პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს, რომელსაც გააჩნია ადმინისტრაციულ ან აკადემიურ
თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) სამოქმედო გეგმა (კონცეფცია);
ე) 2 ცალი ფოტოსურათი, ზომით ¾-ზე.
უკან |