,,ელექტრონული მმართველობა: მიღწევები და პერსპექტივები"- ამ სახელწოდებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. სამეცნიერო სესიაში ქართველი, მოლდაველი და აზერბაიჯანელი პროფესორები მონაწილეობდნენ. მომხსენებლებმა საქართველოში ელექტრონული მმართველობის დამკვიდრების საკითხებზე, განვითარების პროცესში არსებულ პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. თემატიკა ითვალისწინებდა როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული გამოცდილების წარმოჩენას. კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით ბათუმში მეორედ ჩატარდა.
უკან |