სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა ევროპის კვირეული აღნიშნეს. ახალგაზრდებმა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით ფლაერები მოამზადეს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ეზოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაავრცელეს. კვირეული საქართველოში 2007 წლიდან 4-11 მაისს იმართება და მიზნად ისახავს კავშირების გაღრმავებას საქართველოსა და ევროპას შორის კულტურის, განათლებისა და სამოქალაქო დიალოგის გზით.
უკან |