სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„ახალგაზრდული ასამბლეა გაეროში, ნიუ-იორკში“

სურათი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ შეხვედრა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. ორგანიზაცია ხუთი წელია საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდების მონაწილეობით წარმატებით ახორციელებს საერთაშორისო პროექტებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. 2015 წლის აგვისტოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში  განხორციელდება ღონისძიება - „ახალგაზრდული ასამბლეა გაეროში“. საქართველოდან წარდგენილი ახალგაზრდები, გაერო-ს სესიებზე დელეგატების სტატუსით მიიღებენ მონაწილეობას. ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა პერსპექტიული, ნიჭიერი, მიზანდასახული და შესაბამისი უნარის მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში წარმოჩენა და ხელის შეწყობა.

საერთაშორისო პროექტში მონაწილეობა ახალგაზრდებს  შესაძლებლობას აძლევს:

  • გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინონ გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში;
  • გაიუმჯობესონ მოლაპარაკებისა და საჯაროდ გამოსვლების უნარი;
  • გაიცნონ გაერო-ს სტრუქტურა;
  • გაიცნონ გაერო-ს მუშაობის მეთოდები და პრინციპები;
  • მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება;
  • გაიცნონ და დაამყარონ კონტაქტი გაერო-ს წევრი სახელმწიფოების ახალგაზრდა ლიდერებთან.

ძირითადი მოთხოვნებია: 15-დან - 21 წლამდე; 21-დან - 26 წლამდე; ინგლისური ენის ფლობა; საჯაროდ სიტყვით გამოსვლა და დისკუსიის წარმართვის უნარი; ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; გუნდურობა; განხორციელებული სამოქალაქო აქტივობები;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა