2016 წლის 21 მარტს, ასისტენტ პროფესორმა ზაზა ბურკაძემ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ღია ლექცია ჩაატარა თემაზე: ,,საფრანგეთი კონსულობის და იმპერიის პერიოდში“.
ლექციაზე განხილული იყო 1799 წლის 18 ბრიუმერის სამხედრო გადატრიალების შედეგად საფრანგეთში დამყარებული ნაპოლეონ ბონაპარტის დიქტატორული მმართველობა და მის მიერ გატარებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმები. აგრეთვე, ნაპოლეონ ბონაპარტის საგარეო პოლიტიკა და მისი ომები ევროპის მონარქიული ქვეყნების მიერ შექმნილ ანტიფრანგულ კოალიციებთან, რაც მიზნად ისახავდა ევროპაში საფრანგეთის ჰეგემონობის დამყარებას.
უკან |