ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი მანველიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქ. სტოკჰოლმში, შვედეთის „რადიაციული უსაფრთხოების ორგანო“-ში. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს და სტოკჰოლმის უნივერსიტეტის წარმომდგენლებთან შეხვედრის დროს განხილული იქნა მიმდინარე წლის სექტემბერში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, ბირთვული გაუვრცელებლობისა და უსაფრთხოების საზაფხულო უნივერსიტეტის მოწყობის დეტალები. საზაფხულო უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავს შვედი, ნორვეგიელი, ავსტრიელი და ქართველი ექსპერტები, ხოლო სკოლის მსმენელის რანგში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნება საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრანტებს, დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მკვლევარებს. ვიზიტი შვედეთის „რადიაციული უსაფრთხოების ორგანოსა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მიწვევით განხორციელდა.
უკან |