სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

სურათი

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა   აქცია გამართეს: „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“.         საინფორმაციო ხასიათის აქცია  მიზნად ისახავდა დაუნის სინდრომის მქონე პირთათვის სოლიდარობის გამოცხადებას და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას  აღნიშნული საკითხის ირგვლივ. სტუდენტებმა საზოგადოებას  საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს.

სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. ეს ისეთი მდგომარეობაა, რომლის დროსაც  46 ქრომოსომის ნაცვლად 21-ე წყვილში გვხვდება ერთი დამატებითი  ქრომოსომა, რასაც ეწოდება 21-ე ქრომოსომის ტრისომია. 21 მარტი კი   სიმბოლურად,21-ე ქრომოსომას აღნიშნავს, ხოლო მარტი, როგორც მესამე თვე-ტრისომიას.

დაუნის სინდრომი დაავადება არ არის, ის მხოლოდ გენეტიკური ცვლილებაა, რომელიც მემკვიდრეობით არ გადადის და არც გადამდებია.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა