2016 წლის 22 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ნალჩიკის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის უშუალო ხელშეწყობით ჩატარდა სამუშაო სემინარი პროექტის ფარგლებში: ,,კონფლიქტების ინსტიტუციონალურ - ორიენტირებული კვლევა - კავკასიაში კვლევისა და გამოყენების მეთოდები“ (ICCS).
სემინარი ყაბარდო-ბალყარეთის კონფლიქტოლოგიის უმაღლესი სკოლის ბაზაზე მოეწყო.
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდა ადიღიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ნატალია ლაზბა, დალი დობორჯგინიძე, რუსლან ბარამიძე, ვეფხვია ხალვაში). სემინარის ფარგლებში შედიოდა აღნიშნული პროექტის კვლევის ანგარიში და სამომავლო გეგმების განხილვა.
უკან |