სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

შეხვედრა პროფესიული პროგრამების აბიტურიენტებთან

სურათი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ჟურნალისტიკის მოდულური ,,ბეჭდური და ონლაინ გამოცემებების რეპორტიორისა’’  და ,,კორესპონდენტის’’ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების აბიტურიენტებთან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროფესიული ტესტირების კოორდინატორმა თამარ კაკუტიამ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო აბიტურიენტების ინფორმირება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობასა და მისი განხორციელების პრაქტიკულ საკითხებზე.  შეხვედრის მსვლელობისას აბიტურიენტთა შეკითხვებს უპასუხეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს ბსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ქეთევან ბერიძემ და ჟურნალისტიკის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელმა გურანდა შამილიშვილმა. შეხვედრის დასასრულს ღონისძიების ორგანიზატორებმა  აბიტურიენტებს  წარმატებები  უსურვებს და პროფესიული განათლების მიმართულებით  სხვადასხვა  სახის პროექტის განხორციელებაზე  შეთანხმდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა