25 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების - „ჯანმრთელობის ფსიქოლოგია’’ და „სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარება და რეაბილიტაცია’’ პრეზენტაცია გაიმართა. მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი მსმენელისათვის სკოლამდელი ასაკის ბავშვის ფსიქოლოგიის შესახებ ცოდნის მიცემაა. პროგრამის ფარგლებში შეისწავლება განვითარების თეორიები, პრეფსიქიკური პერიოდები, ბავშვობის ასაკის პერიოდიზაციას და თითოეული ასაკისთვის დამახასიათებელ თავისებურებები. მსმენელი შეძლებს სკოლამდელი ასაკის ბავშვის ემოციების პედაგოგიურ-ფსიქოლოგიურ შეფასებას და მათი სკოლისათვის მზაობის შესწავლას. ასევე, შეძლებს ფსიქოლოგიური ხასიათის ინფორმაციის შეგროვებას, თავმოყრას, გაანალიზებას, სისტემაში მოყვანასა და გამოყენებას.
პროგრამის პრეზენტაცია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან ბერიძემ და სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გურამ ჩაგანავამ გამართეს.პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამების მოცულობის, დაშვების წინაპირობის, პროგრამის შედეგებზე, ამოცანასა და მიზნებზე;
პრეზენტაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე, რ. შაჰინის სახელობის საბავშვო აკადემიის ხელმძღვანელი ირინა ბოჭორიშვილი, ააიპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების გენერალურ დირექტორი ნატალია ზაქარეიშვილი, სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის აკადემიური პირები, მოწვეული მასწავლებლები და ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტები ესწრებოდნენ.
უკან |