საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასისტენტ პროფესორმა ლაშა ბაჟუნაიშვილმა და საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტმა ნინო მანველიძემ მონაწილეობა მიიღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ პროფესორ-მასწავლებელთა გადამზადების კურსებში.
ტრენინგი სახელწოდებით „სემინარი ერთი სარტყელი ერთი გზის მონაწილე ქვეყნების მასწავლებელთათვის - 2016“ ქ. ნინბოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ჩინეთი) გაიმართა და მოიცავდა ტრენინგებს, სემინარებს, ვორქშოპებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებს შემდეგ სფეროში: უმაღლესი და პროფესიული განათლების ადმინისტრირება, პროფესიული საგანმანათლებო პროგრამის მდგრადი განვითარება, სწავლების ხარისხის ამაღლება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დამსაქმებლების ურთიერთობების გაუმჯობესება, სტუდენტთა დასაქმებისა და სტუდენტთა მომსახურების ადმინისტრირება და ამ კუთხით ჩინური გამოცდილების გაზიარება.
უკან |