2016 წლის 20 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტი სოფიკო ჩინბამ და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტი სალომე ხოხბამ, ასისტენტ-პროფესორ ნატალია ლაზბასთან ერთად ერევანში გამართულ ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობასა და კონფლიქტების საკითხებს მიეძღვნა.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა სამხრეთ კავკასიაში ფინეთის ელჩთან. პროექტის დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. პროექტის ორგანიზატორი იყო საქართველოს კავშირი „ქალთა ცენტრი“.
უკან |