სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

დასრულდა პარიზის უმაღლესი პოლიტიკური სკოლის ვორქშოპი თემაზე: “მედია და ნაციონალიზმი“

სურათი

პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის (Sciences Po) საინიციატივო ჯგუფის ‘’Broader Perspective’’ მიერ გამართული ვორქშოპი თემაზე ‘’მედია და ნაციონალიზმი’’ დასრულდა.  ტრენინგში მონაწილე ბსუ-ს სხვადასხვა სპეციალობის  სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.  ევროპის ქვეყნების 6-მა სტუდენტ-ტრენერმა   5 დღის განმავლობაში ისეთი აქტუალური საკითხები მიმოიხილეს, როგორიცაა:  მედია და ნაციონალიზმი, პროპაგანდის როლი, მედიასა და ნაციონალიზმს შორის ურთიერთობა ომისა და მშვიდობის დროს,  ბალკანეთის ომი და ა.შ.

ტრენინგები სტუდენტებისათვის 6 ივნისს დაიწყო და 10 ივნისს დასრულდა. პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტსა  და ბსუ-ს  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა შორის ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები დაიგეგმა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა