ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა დავით ქათამაძემ, მაგდა გიორგაძემ და სალომე ხალვაშმა 23-30 ივლისს საჩხერეში გამართულ ფსიქოანალიტიკურ საზაფხულო სკოლაში მიიღეს მონაწილეობა. საზაფხულო სკოლა მიგრაციითა და იძულებითი გადაადგილების შედეგად გამოწვეულ მასობრივი ტრავმატიზაციის საკითხებს მიეძღვნა. ქართველმა სტუდენტებმა, გერმანელ და ნიდერლანდელ სტუდენტებთან ერთად პროფესიონალების გამოცდილება გაიზიარეს და იმ გზებსა და ხერხებს გაეცნენ, რომლებსაც ფსიქოანალიტიკოსები იყენებენ ტრავმის პრობლემების გადასაჭრელად კაბინეტებში, კონკრეტულ პიროვნებებთან თუ ლტოლვილთა ბანაკებში მუშაობისას. ფსიქოანალიტიკური საზაფხულო სკოლა, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ჩატარდა, ლექცია-პრეზენტაციებს, დისკუსიებს, ჯგუფურ მუშაობას, კლინიკური შემთხვევების განხილვას და დოკუმენტური ფილმების ანალიზს მოიცავდა.
უკან |