სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საზაფხულო სკოლა თელავში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა სალომე ჩხაიძემ, მარიამ დიასამიძემ, მალვინა პაპუნიძემ, მაკო მერებაშვილმა, ანა ღვინიანიძემ, ნანა ტუხაშვილმა და მაგისტრანტებმა მარიამ ქობულაძემ, მარეხი მგელაძემ და თათია ცეცხლაძემ ასოცირებულ პროფესორ რუსუდან კეჭაყმაძესთან ერთად 23-30 ივლისს თელავში გამართულ საზაფხულო სკოლაში მიიღეს მონაწილეობა.
საზაფხულო სკოლა მიეძღვნა თემას - „ადამიანის ქცევის შესწავლა ინტერდისციპლინური მიდგომით“:

1. ქცევა, როგორც მთლიანი ფენომენი (ფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიის, სოცილოგიის გამოცდილების ინტეგრაცია);

2. ქცევის შესასწავლად გამოყენებული ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციოლოგიური მეთოდების (ენცეფალოგრაფია, ადამიანის აგრესიის საზომი კითხვარები, ინტერნეტ ადიქციის საზომი კითხვარები) განხილვა და სტუდენტების ტრენინგი ამ მეთოდების გამოყენებაში, მონაცემების აღებასა და ანალიზში;

3. ადამიანის ქცევის კორექციის მეთოდი: ფსიქოანალიტიკური სეანსი, მისი თავისებურებები, ჩატარების ტექნიკა, ქეისების განხილვა;

4. ადამიანის ქცევის შესწავლის სამედიცინო ასპექტები, მათი კავშირი სოციალურ, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ფენომენებთან;

საზაფხულო სკოლის ფარგლებში  სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა, სადაც ბსუ-ს სტუდენტები აქტიურად მონაწილეობდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა