სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საზაფხულო უნივერსიტეტი „ბირთვული გაუვრცელებლობა და ბირთვული უსაფრთხოება: გლობალური გამოწვევები და შესაძლებლობები’’

სურათი

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს (თბილისი, საქართველო) ორგანიზებით და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის რადიაციული საფრთხოების სააგენტოს მხარდაჭერით ბსუ-ში ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტი გაიხსნა თემაზე: ,,ბირთვული უსაფრთხოება და გაუვრცელებლობა: გლობალური გამოწვევები და შესაძლებლობები’’.

საზაფხულო უნივერსიტეტი მიზნად ისახავს უნივერსიტეტების ფაკულტეტების პროფესორებსა და სფეროს ექსპერტებს შორის კომპეტენციის ამაღლებას საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხში და შავი ზღვის რეგიონში სფეროს სპეციალისტების ქსელის ჩამოყალიბებას და მისი განვითარების ხელშეწყობას.

სამი დღის განმავლობაში ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტის მონაწილეები საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან განიხილავენ გლობალური უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის და ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხებს. სესიებს წარუძღვებიან საერთაშორისო ექსპერტები ბრიტანეთის სამეფო კოლეჯიდან, სტოკჰოლმის უნივერსიტეტიდან, შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოდ ან, უკრაინის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტიდან, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტიდან . მონაწილეები არიან წამყვანი ექსპერტები და უნივერსიტეტის პერსონალი. აქცენტი გაკეთდება ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმის ისტორიის გააზრებაზე და დღეს არსებულ გამოწვევებზე, ასევე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ადგილზე ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა